„ბარსა“ ნეიმარში 100 მილიონს და ორ ფეხბურთელს თმობს
„ბარსა“ ნეიმარში 100 მილიონს და ორ ფეხბურთელს თმობს

„ბარსელონა“ არ აპირებს დანებებას და ისევ ცდილობს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის გადაბირებას.

ესპანური პრესის ცნობით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ ახალი წინადადება მოამზადა ფრანგული კლუბისთვის – 100 მილიონი ევრო და ორი ფეხბურთელი.

პარიზელებს ამ ორი მოთამაშის არჩევა ოთხი ფეხბურთელიდან შეუძლიათ. ესენი არიან – ფილიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი, ნელსონ სემედუ და მალკომი. საინტერესოა, რომ კოუტინიო და რაკიტიჩი არ აპირებენ ამ ზაფხულს „ბარსელონას“ დატოვებას, რამაც შეიძლება გაართულოს 27 წლის ბრაზილიელის დაბრუნება.