„ბარნლის“ მწვრთნელი „ლივერპულის“ დამარცხებაზე - ასეთ მატჩებს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება
„ბარნლის“ მწვრთნელი „ლივერპულის“ დამარცხებაზე - ასეთ მატჩებს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება

ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბარნლი“ მოქმედ ჩემპიონს, „ლივერპულს“ აუტსაიდერის სტატუსით ესტუმრა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 0:1.

„ბარნლის“ მთავარმა მწვრთნელმა, შონ დაიჩმა საკუთარი გუნდის ტრიუმფზე იუსაუბრა და ფეხბურთელები შეაქო.

„ჩემმა მოთამაშეებმა ნადვილი გარღვევა მოახდინეს, – ციტირებს დაიჩის სიტყვებს  BBC. – როცა, მსგავს შეხვედრას ატარებ, უდიდესი ძალისხმევა გჭირდება და ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს.

პრემიერლიგის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ „ლივერპულთან“ მატჩამდე ორი ისეთი შეხვედრა დავთმეთ, სადაც ძალიან კარგად ვითამაშეთ, ახლა კი მოულოდნელი გამარჯვება ვიზეიმეთ. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ „ლივერპულს“ კრიზისი აქვს, ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს ემართება“, – ამბობს შონ დიაჩი.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ მეოთხე, „ბარნლი“ კი მე-16 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი