ბარელას გოლის შემდეგ იმობილეს საოცარი „გამოჯანმრთელება“ [ვიდეო] #1TVSPORT
ბარელას გოლის შემდეგ იმობილეს საოცარი „გამოჯანმრთელება“ [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიისა და ბელგიის ნაკრებთა ნახევარფინალში 31-ე წუთზე ანგარიში „ინტერის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ გახსნა. გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, ჩირო იმობილე საჯარიმოში ბურთისთვის ბრძოლისას დაეცა და ისე ჩანდა, რომ სერიოზული დაზიანება ჰქონდა მიღებული.

მაგრამ, როგორც კი ბარელამ გოლი გაიტანა, იმობილე მინდვრიდან წამოდგა, თითქოს არაფერი მომხდარაო და პარტნიორის მისალოცად გაიქცა.