ბარელა სამი ინგლისური გრანდის სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
ბარელა სამი ინგლისური გრანდის სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„ინტერის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, – იუწყება Calciomercatoweb.

გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის იტალიელის ტრანსფერით ერთდროულად სამი ინგლისური კლუბია დაინტერსებული – „ლივერპული“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“.

ბარელა „ინტერის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ამ პერიოდის განმავლობაში მილანური კლუბის შემადგენლობაში 134 მატჩი გამართა (11 გოლი და 34 შედეგიანი გადაცემა).

იტალიის ნაკრებში ბარელას დებიუტი 2018 წელს შედგა. „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში მან 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნიკოლო ბარელას „ინტერთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.