ბარაკ ობამა – მიშელი და მე ვულოცავთ ჩვენს თანაქალაქელს, ჩიკაგოელ პაპ ლეო XIV-ს, ეს ისტორიული დღეა შეერთებული შტატებისთვის

23:18, 08.05.2025

ისტორიული დღეა შეერთებული შტატებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში წერს და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად არჩევას ულოცავს კარდინალ რობერტ პრევოსტს, რომელიც პაპობაში ლეო XIV-დ იწოდება.

„მიშელი და მე ვულოცავთ ჩვენს თანაქალაქელ ჩიკაგოელს, მის უწმინდესობას, პაპ ლეო XIV-ს. ეს ისტორიული დღეა შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ ვილოცებთ მისთვის, როდესაც ის იწყებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა საქმეს და მაგალითის მიცემას მრავალი ადამიანისთვის, მიუხედავად მათი რწმენისა“, – წერს ბარაკ ობამა.

კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.

მსგავსი