ბარაკ ობამა ბეისბოლის ახალგაზრდულ აკადემიას ესტუმრა – აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბეისბოლი და ამერიკული ფეხბურთი ითამაშა [ვიდეო]
ST LOUIS, MO - JULY 14: U.S. President Barack Obama throws out the first pitch at the 2009 MLB All-Star Game at Busch Stadium on July 14, 2009 in St Louis, Missouri. (Photo by Elsa/Getty Images)
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სპორტის განვითარებაზე ზრუნავს. ის ვაშინგტონში მოქმედ ბეისბოლის ახალგაზრდულ აკადემიას ესტუმრა. ობამამ აკადემიის აღსაზრდელებთან ერთად ჯერ ამერიკული ფეხბურთი, შემდეგ კი ბეისბოლი ითამაშა, ბოლოს კი ბავშვებს სიტყვით მიმართა.
„თუ მთელი მონდომებით იმუშავებთ და მწვრთნელებს დაუჯერებთ, მომავალში დიდ საქმეებს გააკეთებთ. შევთანხმდით? აუცილებლად გადევნებთ თვალს. ვფიქრობ, ყველას რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება გსურთ. თქვენ ამას შეძლებთ და ჩვენ თქვენით ვიამაყებთ“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტვიტერის საკუთარ გვერდზე ობამამ აკადემიაში ვიზიტის ამსახველი ვიდეო შემდეგი კომენტარით გამოაქვეყნა:
„შესანიშნავი იყო თქვენთან სტუმრობა. მადლობა, მოწვევისთვის. მადლობა აკადემიას იმ საქმისთვის, რომელსაც ახალგაზრდების მხარდასაჭერად და ჯანსაღი ცხოვრებისთვის აკეთებს.“
Yesterday, President @BarackObama visited #NatsAcademy to play games with our students & shop the farmer’s market.
The Academy uses baseball & after-school enrichment to foster character development, academic achievement, and improved health among underserved youth in D.C. pic.twitter.com/vGPanAiYFW
— Nats Youth Academy (@NatsAcademy) May 23, 2019