ბაქოს გრანდ სლემის მეორე დღე ქართველმა ძიუდოისტებმა უმედლოდ დაასრულეს #1TVSPORT
ბაქოს გრანდ სლემის მეორე დღე ქართველმა ძიუდოისტებმა უმედლოდ დაასრულეს #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა – მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართველი სპორტსმენი ტაჯიკ შეროვთან იპონით დამარცხდა.

ტურნირზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ორმა ძიუდოისტმა, ირაკლი ბეროშვილმა (81 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (73კგ) ასპარეზობა ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.

ბაქოს გრანდ სლემზე 16 თებერვალს მედლები მამაკაცთა შორის – 90, 100, +100 და ქალთა შორის 78, +78 კგ-ებში გათამაშდება. ქართველებიდან სოსო ებილაშვილი (90), საბა ინანეიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) იჭდავებენ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.