ბაქოს გრანდ სლემი | სანებლიძე ნახევარფინალშია, მაისურაძე და ღვინიაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ბაქოს გრანდ სლემი | სანებლიძე ნახევარფინალშია, მაისურაძე და ღვინიაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ხუთ ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება, ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა საჭიდაოდ. 100 კგ წონით კატეგორიაში ქართული მეოთხედფინალი გაიმართა, სადაც ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძე ონისე სანებლიძეს შეხვდა. ჩვენი ბიჭების ორთაბრძოლაში უფრო ძლიერი სანებლიძე გამოდგა და ის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ჯაფარიძე კი მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

ჯაფარიძის პირველი ბრძოლა

 

სანებლიძე VS ჯაფარიძე

 

ბაქოს გრანდ სლემზე პირველი შეხვედრები წარმატებულად ჩაატარეს ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90კგ). ლუკამ ტაჯიკი მადზიდოვი დაამარცხა, ღვინიაშვილმა კი რუსს ტსეჩოევს სძლია. ორივე ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში იასპარეზებს.

მაისურაძე პირველი ბრძოლა

 

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია, რომლის მოპოვებაც ჯაბა პაპინაშვილმა შეძლო.

საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი კაცებისა და ქალი ძიუდოისტების გარეშე გამოდის.