ბაქოს გრანდ სლემი - დღეს ტატამზე სამი ქართველი გავა
ბაქოს გრანდ სლემი - დღეს ტატამზე სამი ქართველი გავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა შავდათუაშვილი, ხოლო 81-ში ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ თემურ ნოზაძე (60კგ) ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

წინასწარი შეხვედრები დღეს 11:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

დატოვე კომენტარი