ბაქოს გრანდ სლემი - დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გავა
ბაქოს გრანდ სლემი - დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლაშა ბექაური გამოვლენ. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ. წონით კატეგორიაში – გელა ზაალიშვილი და გიორგი ზაქარიაძე დაიცავენ საქართველოს ღირსებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტურნირის დასკვნითი დღეა. ჯერჯერობით, საქართველოს ყულაბაში ორი მედალია. თემურ ნოზაძემ (60კგ.) ვერცხლი, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) კი ბრინჯაო მოუტანა ნაკრებს.

წინასწარი შეხვედრები დღეს, 11:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.