ბაქოს გრანდ სლემი დაიწყო | ძიუდო
ბაქოს გრანდ სლემი დაიწყო | ძიუდო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემის ტურნირი დაიწყო. საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა –

-60 კგ. – ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
-73 კგ. – ბექა შავდათუაშვილი
-81 კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური
-100 კგ. – ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი, გიორგი ზაქარიაძე
-52 კგ. – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარი მახარაშვილი

დღეს, საქართველოს ღირსებას – ტატიანა ლევიცა-შუკვანი, ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე დაიცავენ.

შეხვედრები 10 მაისს 10:00-ზე, 11-12 მაისს კი 11:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზეა აიღებს სტარტს.