ბაქო და ბუქარესტი ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ მზად არიან
ბაქო და ბუქარესტი ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ მზად არიან

კიდევ ორმა ქალაქმა – ბაქომ და ბუქარესტმა დაადასტურეს 2021 წლისთვის გადატანილი ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის სურვილი.

აზერბაიჯანისა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებმა უეფა-ს სამთავრობო გარანტიები წარუდგინეს, რომ მზად არიან ტურნირის მისაღებად. ბაქო და ბუქარესტი ევრო 2020-ის ოთხ-ოთხ შეხვედრას უმასპინძლებენ.

უფრო ადრე დაიწერა, რომ უეფა-ს არ მიუღია გარანტია ლონდონისგან, რომელმაც შვიდ მატჩს უნდა უმასპინძლოს, მათ შორის, ორივე ნახევარფინალსა და ფინალს.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.