ბანგლადეშში სარკინიგზო ავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში სარკინიგზო ავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში სარკინიგზო ავარიის შედეგად სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ერთ-ერთი მატარებელი საპორტო ქალაქ ჩიტაგონგში მიემართებოდა, ხოლო მეორე დედაქალაქ დაკაში. ისინი ერთმანეთს ბრაჰმანბარიაში შეეჯახნენ.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ექიმები დაშავებულების ამოყვანას ცდილობენ. 40 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. გამოძიება გრძელდება.