ბანგლადეშში, მრავალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

16:41, 28.03.2019

ბანგლადეშში მრავალსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ ცეცხლმოკიდებულ შენობაში რჩება. მათი რიცხვი უცნობია.

სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ხტება შენობიდან ერთ-ერთი მოქალაქე. შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი.

შენობა, რომელშიც ოფისები და კაფეები მდებარეობს, დაკას კომერციულ ცენტრშია განთავსებული.

მსგავსი