ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ათასი სახლი დაიწვა

21:47, 17.08.2019

ბანგლადეშში მასობრივი ხანძრის შედეგად 15 ათასი სახლი დაიწვა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დედაქალაქ დაკაში ცეცხლი იმ რაიონში გაჩნდა, სადაც ძირითადად ქოხები არის განლაგებული. შესაბამისად, ხანძარი დასახლებაში მალე გავრცელდა და 50 ათასი ადგილობრივი უსახლკაროდ დატოვა. „ბიბისის“ ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. რაც შეეხება დაზარალებულებს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დროებით საცხოვრებელს მიუჩენენ.

მსგავსი