ბალტიის ზღვაში ნატო-ს წვრთნები დაიწყო

15:51, 03.09.2019
Femern Belt 29 AUG 19, SNMCMG1, HDMS Saltholm anroute Bagenkop Langeland 
SNMCMG1 is operating in the Femern Belt, GE. contributing to NATO’s situational awareness and participating in international exercises with Allied nations in the region.NATO photo by CPO Brian Djurslev

Femern Belt 29 AUG 19, SNMCMG1, HDMS Saltholm anroute Bagenkop Langeland SNMCMG1 is operating in the Femern Belt, GE. contributing to NATO’s situational awareness and participating in international exercises with Allied nations in the region.NATO photo by CPO Brian Djurslev

ბალტიის ზღვაში ნატო-ს წვრთნები მიმდინარეობს. საზღვაო მანევრებში 3 000 სამხედრო მოსამსახურე და 40 გემი მონაწილეობს. როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადეს, წვრთნებში 18 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებები დანიის საზღვაო არხებთან ახლოს იმართება და 3-დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნების სცენარის მიხედვით, გამოგონილი აგრესორი ქვეყანა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებს და საზღვაო მიმოსვლას აფერხებს. მანევრების ფარგლებში, ალიანსის წევრები საზღვაო ბრძოლას, საჰაერო თავდაცვასა და განაღმვით სამუშაოებში გაივლიან სწავლებას.

„ბალტიის ზღვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსისთვის, ის ნატო-ს ექვს ქვეყანას ესაზღვრება. ეს წვრთნები 13 წელია, იმართება. სამწუხაროდ, რეგიონის უსაფრთხოება გაუარესდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და მოსკოვის მხრიდან სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შემდეგ“, – განაცხადა ნატო-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ.

მსგავსი