ბალტიის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხზე იმსჯელებენ
ბალტიის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხზე იმსჯელებენ

რიგაში 22 მარტს ბალტიის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები შეიკრიბებიან და საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონფერენციაზე სახელწოდებით „საბჭოთა ოკუპაციის შედეგად ბალტიის ქვეყნებისთვის მიყენებული ზარალი“ წარმოდგენილი იქნება კვლევა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ.

განიხილება ასევე ზარალის ანაზღაურების მიღების გზები.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთისგან ოფიციალურად უნდა მოითხოვოს საბჭოთა ოკუპაციის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურება.