ბალოტელის კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გაუჩნდა
ბალოტელის კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გაუჩნდა

„მარსელის“ ყოფილმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა, კარიერა „ბრეშაში“ გააგრძელოს. მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებებს, – წერს თავის „ტვიტერში“ ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ბალოტელი ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ მოლაპარაკებას. გარიგება ამ დღეებში უნდა შემდგარიყო, მაგრამ, თუ ეს არ მოხდა, ბალოტელის ხელში ჩაგდების შანსი „ბრეშას“ გაუჩნდება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბალოტელი ორი წლის განმავლობაში „ფლამენგოში“ 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ასევე 29 წლის იტალიელის მიმართ დაინტერესებას „ვერონა“ იჩენს.

2018-19 წლების სეზონში ბალოტელი „ნიცასა“ და „მარსელში“ თამაშობდა. საერთო ჯამში მან 25 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი