ბალოტელიმ მორიგი გოლი ორიგინალურად აღნიშნა (ვიდეო)
ბალოტელიმ მორიგი გოლი ორიგინალურად აღნიშნა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მარიო ბალოტელიმ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და ეს ორიგინალურად აღნიშნა: ფეხბურთელმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მიირბინა, მას ტელეფონი გამოართვა და თანაგუნდელებთან ერთად „სელფი“ გადაიღო.

სენტ-ეტიენის წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში ბალოტელიმ ანგარიში გახსნა, რასაც ფლორიან ტოვენის პენალტიდან გატანილი დაემატა და ამ გამარჯვებით მარსელი მეოთხე ადგილამდე აღზევდა.

„მატჩის წინ ჩემი ტელეფონი ჟურნალისტს მივეცი და ვუთხარი, კარის უკან დამდგარიყო, რომ გოლის გატანის შემდეგ ასე აღმენიშნა, როგორც აღვნიშნე“, – განაცხადა ბალოტელიმ მატჩის შემდეგ.