ბალოტელიმ კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ბალოტელიმ კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

იტალიური „ბრეშას“ ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერის დროს აღიარა, რომ რუდი გარსიას თავის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს. იტალიელი ფორვარდი ფრანგ სპეციალისტთან „მარსელში“ მუშაობდა, სადაც 15 მატჩში რვა გოლის გატანა მოასწრო.

„რუდი გარსია? მე მას ყველა მწვრთნელზე მაღლა დავაყენებდი, – თქვა ბალოტელიმ. – ის ფანტასტიკურია. მაიძულებდა ბევრი მერბინა, მემუშავა ტაქტიკაზე, მაგრამ მასთან მაინც ძალიან მხიარულად ვიყავი“.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ბალოტელის თურქული გრანდი „გალათასარაი“ ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.