ბალოტელიმ ისევ გაიტანა და ისტორიული რეკორდი გაიმეორა (ვიდეო)

მარიო ბალოტელისა და მარსელის სიყვარულის ისტორია ნიცასთან წინააღმდეგ მატჩში ჰოლივუდური სცენარით გაგრძელდა, როდესაც იტალიელმა ფეხბურთელმა თავის ყოფილ გუნდს მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა.

ბალოტელი მარსელს მიმდინარე წლის იანვარში სწორედ ნიცადან შეუერთდა, სადაც თავისი კარიერის სამი არც თუ სახარბიელო წელიწადი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი მარსელის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია იუგოსლავიელი იოსიპ სკობლარის შემდეგ, რომელმაც სტად ველოდრომზე სადებიუტო ოთხი მატჩიდან ოთხივეში გაიტანა. სკობლარმა ეს 1969 წელს მოახერხა.

28 წლის ბალოტელიმ გოლი 62-ე წუთზე შეაგდო და ახლა, ჩემიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე, მარსელი მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან ლიონს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ს 71 ქულით პარი სენ-ჟერმენი ლიდერობს და 14 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ლილს.