ბალოტელი "ნიცაში" 100 კილოგრამზე მეტი წონით დაბრუნდა
ბალოტელი "ნიცაში" 100 კილოგრამზე მეტი წონით დაბრუნდა

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ფრანგული „ნიცას“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ზედმეტი წონით დაბრუნდა შვებულებიდან. როგორც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ (L’Equipe) ირწმუნება, იტალიელის წონა 100 კილოგრამს აჭარბებს. ეს იმ დროს, როცა მისი სიმაღლის (189 სანტიმეტრი) მიხედვით, ნორმალური წონა 88 კილოგრამს უნდა შეადგენდეს.

სწორედ წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაკარგა ბალოტელიმ ამ სეზონის მსვლელობისას ადგილი იტალიის ნაკრებისა და „ნიცას“ ძირითად შემადგენლობაში.