ბალოტელი „ბრეშაში“ ვარჯიშობს

10:46, 27.06.2019

„მარსელის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იტალიურ „ბრეშაში“ ვარჯიშობს. ინტერნეტში იტალიური კლუბის ვარჯიშიდან ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც 28 წლის თავდამსხმელია აღბეჭდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1 ივლისს ბალოტელის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ იტალიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ იგი კარიერის „ბრეშაში“ დასრულებაზე ოცნებობს.

მსგავსი