ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე საქართველოს უკვე 10 მედალი აქვს
ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე საქართველოს უკვე 10 მედალი აქვს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ბალავაძე-კარტოზიას ტურნირზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გუშინ ათი მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლების მფლობელები ბექა ლომთაძე (61 კგ) და ზურაბ ერბოწონაშვილი (79 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოიპოვეს,
ბრინჯაოს მედლის მფლობელები მიხეილ ბერძენიშვილი (61 კგ), ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და ბექა ნადაშვილი (92 კგ) გახდნენ.

61 კგ
1.ბექა ლომთაძე (საქართველო)
2. აჰმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი)
3. მოჰამადბაგერ იაკეში (ირანი)
3. მიხელ ბერძნიშვილი (საქართველო)

70 კგ
1. იონეს ემამიჩოგაეი (ირანი)
2. კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)
3. მირზა სხულუხია (საქართველო)
3. ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო)

79 კგ
1. ზურაბ ერბოწონაშვილი (საქართველო)
2. ბაჰმან ტეიმოური (ირანი)
3. რაშად იუსუფლი (აზერბაიჯანი)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო)

92 კგ
1. შამილ ზუბაიროვი (აზერბაიჯანი)
2. ირაკლი მწითური (საქართველო)
3. ბექა ნადაშვილი (საქართველო)

55 კგ
1. ნასერპურ პოია (ირანი)
2. ნორაირ ჰაკოიანი (სომხეთი)
3. რუდიკ მკრტიჩიანი (სომხეთი)
3. მანჯეეტ მანჯეეტი (ინდოეთი)

63 გ
1. ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი)
2. მურად მამადოვი (აზერბაიჯანი)
3. დალხანი მეისამი (ირანი)
3. სამან აბდოუალი (ირანი)

72 კგ
1. ამინ კავიანინეჯადი (ირანი)
2. ისლამბეკ დადოვი (აზერბაიჯანი)
3. გიორგი ხუჭუა (საქართველო)
3. ჰრანტ კალაჩიანი (სომხეთი)