ბალავაძე-კარტოზიას ტურნირი | ქართველმა ფალავნებმა დასკვნით დღეს კიდევ 10 მედალი მოიპოვეს
ბალავაძე-კარტოზიას ტურნირი | ქართველმა ფალავნებმა დასკვნით დღეს კიდევ 10 მედალი მოიპოვეს

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა ბალავაძე-კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

თავისუფალ ჭიდაობაში ქართული ფინალი შედგა: 125 კგ კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ალექსი ჟორჟოლიანს შეხვდა, მეტოქე 10-0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი გიორგი შამათავამ მოიპოვა.

ჩემპიონობისთვის იჭიდავა ასევე მამუკა კორძაიამ (97 კგ), ვინც მაკედონიელ ნუროვს შეხვდა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სანდრო ამინაშვილი და დათო ფირუზაშვილი (86 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ჩემპიონი აივენგო რიკაძე (82 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) გახდნენ. რიკაძემ აზერბაიჯანელი ჰუსენოვი, ხოლო არაბულმა ინდოელი ნავეენი დაამარცხეს.

ალექსი ლოდია (97 კგ) და სულხან ბუიძე (130) ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ.