ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო თასის პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა
ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო თასის პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა

დღეს, 26 თებერვალს, დიდველის ფერდობზე სქი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპის პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა. ეტაპი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS ) ეგიდით და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით ტარდება.

დღეს, კვალიფიკაცია გაიარა და ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლება მოიპოვა 32 ბიჭმა და 16-მა გოგომ. ხვალ გაიმართება ფინალური ეტაპი, 28 თებერვალს კი ისტორიაში პირველად სქი-ქროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება ჩატარდება.

აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებით ჩვენი ქვეყანა ერთი ნაბიჯით უახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2023 წელს საქართველოში გაიმართება თავისუფალი სტილით სრიალში.

მონაწილე ქვეყნები – ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ.

დატოვე კომენტარი