ბაკურიანი 2025 | შიო ქუჩუკიანმა ბიატოლნში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა #1TVSPORT
ბაკურიანი 2025 | შიო ქუჩუკიანმა ბიატოლნში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა #1TVSPORT

ბაკურიანში სტარტი აიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა. დღეს ბიატლონში 12.5 კილომეტრზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართა, სადაც მონაწილეობა ახალგაზრდა ქართველმა ბიატლონისტმა, შიო ქუჩუკიანმა მიიღო. მან ასპარეზობა 64-ე ადგილზე დაასრულა.

ქუჩუკიანი მომდევნო დღეებში ახალგაზრდულ ფესტივალზე ბიატლონის სხვა დისციპლინებშიც იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამ ქალაქში — ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.