ბაკურიანი 2025 | ოთხი ქართველი სპორტსმენი გიგანტურ სლალომში გამოვიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბაკურიანში 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაიწყო. დღეს გიგანტურ სლალომში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. სტარტზე ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, იასონ ვეზდენი და გოგა გულედანი დადგნენ.

64 სპორტსმენს შორის, რომლებმაც ასპარეზობა დაასრულეს, ქართველებიდან საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა აჩვენა. ორი დაშვების ჯამში მისი დრო 1:45.04 წამი გახლდათ, რითაც 43-ე ადგილზე გავიდა.

ორი დაშვების ჯამში 1:49.95 წამით 54-ე იყო გიორგი ჯაფარიძე. 55-ე ადგილი (1:50.23) დაიკავა იასონ ვეზდენმა, ხოლო 59-ე ადგილზე გოგა გულედანი (1:52.51) გავიდა.

„ბაკურიანი 2025“ საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. სპორტის 8 სახეობაში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.