ბაკურიანი 2025 | ნელი უსტიმენკომ სლალომში გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ბაკურიანში, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სლალომში ნელი უსტიმენკომ იასპარეზა.
ქართველმა სპორტსმენმა პირველი დაშვების შემდეგ 1:07.24 წამი დააფიქსირა და 49-ე ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე დაშვებისას შეცდომა დაუშვა და ასპარეზობა ვერ დაასრულა.
საქართველოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე გუშინ, 13 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი ინგა გურგენიძემ მოიპოვა.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს, მასში სპორტის 8 სახეობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.