ბაკურიანი 2025 | ინგა გურგენიძე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ფიგირულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ იასპარეზა.
მოკლე პროგრამაში გურგენიძემ 58.84 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა. პირველი ადგილი 62.60 ქულით ესტონელმა ელინა გოიდინამ დაიკავა, ხოლო შვეიცარიის წარმომადგენელი ლეანდრა ციმპუკაკისი 59.66 ქულით მეორეა.
ხვალ ინგა გურგენიძე თავისუფალ პროგრამაში გამოვა, რომელში მონაწილეობის უფლებაც მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგის მქონე 24-მა სპორტსმენმა მიიღო.
ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ფიგურულ ციგურაობაში შეჯიბრება ბათუმის ყინულის არენაზე მიმდინარეობს.
