ბაკურიანი 2025 | ჰოკეიში გოგონათა შორის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ჩეხეთი გახდა #1TVSPORT
ბაკურიანი 2025 | ჰოკეიში გოგონათა შორის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ჩეხეთი გახდა #1TVSPORT

საქართველოში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, გოგონათა შორის ჰოკეის ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ჩეხეთის ნაკრები გახდა.

ჩეხებმა ფინალურ დაპირისპირებაში ფინეთის ნაკრები 5:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა შორის ჰოკეიში შეჯიბრება მესამედ გაიმართა და სამივეჯერ ჩეხეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკეთმა შვედეთის ნაკრები დამატებით დროში 7:6 დაამარცხა და ახალგაზრდულ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიამ იტალიას 8:0 მოუგო.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჰოკეიში ვაჟებს შორის შეჯიბრება 12 თებერვალს დაიწყება. ჰოკეის ტურნირს თბილისის ყინულის არენა მასპინძლობს.