ბაკურიანი 2025 | გიგანტურ სლალომში ანასტასია მირიანაშვილმა და ნელი უსტიმენკომ იასპარეზეს [ვიდეო] #1TVSPORT

ბაკურიანში, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს გიგანტურ სლალომში ორი ქართველი სპორტსმენი – ანასტასია მირიანაშვილი და ნელი უსტიმენკო გამოვიდნენ.

ორი დაშვების ჯამში უსტიმენკომ 2:07.29 წამი დააფიქსირა და 47-ე ადგილზე გავიდა, მირიანაშვილმა (2:14.33) კი 50-ე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების გამარჯვებული შვეიცარიელი ლარა ბიანკი (1:39.55) გახდა, მეორე ადგილზე იტალიელი მარტა ჯიარეტა (1:40.82) გავიდა, მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა ელენ უჰეი ოველანდმა (1:41.21) დაიკავა.

„ბაკურიანი 2025“ საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. სპორტის 8 სახეობაში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.