ბაკურიანი 2025 | ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჰოკეის მატჩები გაიმართა #1TVSPORT
ბაკურიანი 2025 | ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჰოკეის მატჩები გაიმართა #1TVSPORT

6 თებერვალს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) ფარგლებში თბილისში, ყინულის ახალაშენებულ არენაზე გოგონათა შორის ჰოკეის მატჩები გაიმართა.

ჩეხეთის ნაკრებმა სლოვაკეთი 4:0 დაამარცხა. ჩეხეთის შემადგენლობიდან გოლები ალენა ლუქსემბურკოვამ, ლუსი სინდელაროვამ, ადელა მინარიკოვამ და ელენ იარბკოვამ გაიტანეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად გაბრიელა სტელა (ჩეხეთი) და ნინა ცელაროვა (სლოვაკეთი) დასახელდნენ.

მეორე შეხვედრაში კი ფინეთის ნაკრებმა შვედეთს 5:2 აჯობა. ფინელთა შორის თავი ნეტა სიტონენმა (2), ვიოლა კარკაინენმა, ვიივი რუონაკოსკიმ და ემი ლოპონენმა გამოიჩინეს, შვედთაგან კი გოლები ფილიპა ფერნსტრომმა და ებბა ჰესელვალმა გაიტანეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად კიია არვოლა (ფინეთი) და გრეტა იოჰანსონი (შვედეთი) დასახელდნენ.

7 თებერვალს 14:30 საათზე შვეიცარია – ჩეხეთს, 18:00 საათზე კი იტალია ფინეთს დაუპირისპირდება.