ბაკურიანი 2025 | ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სლალომში ოთხმა ქართველმა იასპარეზა [ვიდეო] #1TVSPORT

ბაკურიანში 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს სლალომში ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ორი დაშვების ჯამში ირაკლი ხერგიანმა 1:41.91 წუთი დააფიქსირა და 26-ე ადგილზე გავიდა, გოგა გულედანმა კი (1:52.01) 36-ე ადგილი დაიკავა. გიორგი ჯაფარიძემ მეორე დაშვების დროს შეცდომა დაუშვა და ფინიშამდე მისვლა ვერ მოახერხა, ხოლო იასონ ვეზდენი პირველი დაშვების შემდეგ გამოეთიშა შეჯიბრებას.

გამარჯვებული ნორვეგიელი სტორმ ანგე ჰაგენი (1:31.79) გახდა, მეორე ადგილზე ესპანელი ლუკენ გარიტანო იტურბე (1:32.80) გავიდა, მესამე ადგილი კი დიდმა ბრიტანელმა ზაკ კერიკ სმიტმა (1:32.92) დაიკავა.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს, მასში სპორტის 8 სახეობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.