ბაკურიანი 2023 | პარალელურ სლალომში, გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედლები იტალიელებმა მოიპოვეს #1TVSPORT

16:47, 22.02.2023

ბაკურიანში მიმდინარე  ფრისტაილისსნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 22 თებერვალს მორიგი სატურნირო დღე დასრულდა, სადაც გამარჯვებულები პარალელური სლალომის დისციპლინაში, გუნდურ ასპარეზობაში გამოვლინდნენ.

პირველ ადგილზე გავიდა იტალიის ნაკრები, რომლის წარმომადგენლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. მეორე ადგილი ავსტრიის ნაკრებმა დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები შვეიცარიელები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება – შეჯიბრების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი