ბაკურიანი 2023-ის გახსნის ოფიციალური ღონისძიებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს #1TVSPORT
ბაკურიანი 2023-ის გახსნის ოფიციალური ღონისძიებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს #1TVSPORT

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალი დღეს, 18 საათზე ბაკურიანში, 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ცნობილი არტისტები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.

მოეწყო ოლიმპიური სოფელი. სპეციალურად შექმნილ სივრცეში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასულ სტუმრებს შეჯიბრებისთვის თვალის მიდევნებასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სპეციალურად ბაკურიანი 2023-სთვის შექმნილ გამოფენა-გაყიდვას, შეიძინონ სუვენირები და დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე უმაღლესი დონის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო პირველობის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს ბაკურიანიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.