ბახბახაშვილმა თელ-ავივის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ქართველი იბრძოლებს.

73კგ-ში პირველი ორთაბრძოლა მოიგო ახალგაზრდა მიხეილ ბახბახაშვილმა. ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი იპონით დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი ორი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე, რომელმაც მასპინძელ ფლიკენს დამატებით დროში სძლია.

2022 წელს თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.