ბახბახაშვილი მეორე შეხვედრაში დამარცხდა და თელ-ავივის გრანდ სლემს გამოეთიშა #1TVSPORT
ბახბახაშვილი მეორე შეხვედრაში დამარცხდა და თელ-ავივის გრანდ სლემს გამოეთიშა #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ქართველი გამოვიდა. 73კგ-ში მიხეილ ბახაბახაშვილი 1/16-ფინალში ბულგარელ ხრისტოვთან შემოჭვით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი ორი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე, რომელმაც მასპინძელ ფლიკენს დამატებით დროში სძლია.

ხვალ, შეჯიბრების დასკვნით დღეს თელ-ავივში მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) გამოვლენ.

2022 წელს თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.