ბაკაიოკო „მონაკოდან“ ისევ „ჩელსიში“ დაბრუნდება
ბაკაიოკო „მონაკოდან“ ისევ „ჩელსიში“ დაბრუნდება

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო, რომელიც იჯარის წესით „მონაკოში“ თამაშობდა, ინგლისურ კლუბში დაბრუნდება. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, „მონაკო“ ფეხბურთელის შეძენას გეგმავდა, თუმცა შემდეგ ამის გაკეთება გადაიფიქრა. ბაკაიოკოს სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობილია ისიც, რომ ბაკაიოკოს დატოვებით არც ლონდონელების მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია დაინტერესებული, რის გამოც ფეხბურთელს ახალ კლუბს მოუძებნიან.