„ბაიერნში“ რთული სიტუაციაა - მთავარ მწვრთნელს დაძაბული ურთიერთობა აქვს სალიჰამიჯიჩთან #1TVSPORT
„ბაიერნში“ რთული სიტუაციაა - მთავარ მწვრთნელს დაძაბული ურთიერთობა აქვს სალიჰამიჯიჩთან #1TVSPORT

„ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს დაძაბული ურთიერთობა აქვს კლუბის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ბილდმა“.

გერმანიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია კლუბში არსებული სიტუაციით.

წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ შეფობას მიაჩნია, რომ ამჟამინდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს შარშანდელი კონფლიქტის დასაწყისს სალიჰამიჯიჩსა და გუნდის წინა მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს შორის. დღეს ეს უკანასკნელი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.