„ბაიერნში“ ჰაინკესის დარჩენას არ გამორიცხავენ
„ბაიერნში“ ჰაინკესის დარჩენას არ გამორიცხავენ

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა არ გამორიცხა, რომ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გააგრძელებს კლუბის გაწვრთნას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა გერმანელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.

“ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია”, – განაცხადა Kicker-თან კომენტარში ჰიონესმა.

იუპ ჰაინკესის მისვლის შემდეგ, “ბაიერნმა” ზედიზედ ცხრა ოფიციალური მატჩი მოიგო, გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, მოიპოვა ბუნდესლიგაში ლიდერობა და უახლოეს კონკურენტს ექვსი ქულით გაუსწრო. აგრეთვე, გერმანიის თასზე გაიარა ერთი ეტაპი.