ბაიერნს პავარის გადაყვანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს
(L-R) Benjamin Pavard of France and Matias Vecino of Uruguay during the International Friendly match between France and Uruguay at Stade de France on November 20, 2018 in Paris, France. (Photo by Dave Winter/Icon Sport via Getty Images)
მიუნხენის ბაიერნს შტუტგარტის მცველ ბენჟამინ პავართან შეთანხმების პირობების გადახედვა სურს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე კლუბებმა განაცხადეს, რომ ფრანგი გერმანულ გრანდში ზაფხულში გადავიდოდა. მიუხედავად ამისა, ბაიერნს ტრანსფერის განხორციელება იანვრის ბოლომდე სურს.
როგორც ფრანგული გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe) იტყობინება, მიუნხენური კლუბი თანახმაა შეთანხმების თანხის გაზრდაზე. ამჟამად პავარის ფასი 35 მილიონი ევროა, მაგრამ ბაიერნი თანახმაა, 45 მილიონი გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ ფრანგს იანვარში გადაიბირებენ.