„ბაიერნს" კულიბალი აინტერესებს #1TVSPORT
„ბაიერნს" კულიბალი აინტერესებს #1TVSPORT

„ნაპოლის” ცენტრალური მცველით კალიდუ კულიბალით „ბაიერნია” დაინტერესებული. მიუნხენელები მზად არიან ფეხბურთელში 45 მილიონი ევრო გადაიხადონ, – დაწერა გამოცემა Il Mattino.

გერმანიის ჩემპიონს კონკურენცია შეიძლება გაუწიონ „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ლივერპულმა”. ადრე წერდნენ, რომ კულიბალის შეძენა „რეალსაც” სურს.

ამ სეზონში კულიბალიმ სერია A-ში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა.