„ბაიერნს“ ხულიან ალვარესი აინტერესებს #1TVSPORT
„ბაიერნს“ ხულიან ალვარესი აინტერესებს #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, ხულიან ალვარესმა, შესაძლოა, ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს.

როგორც გამოცემა Bild-ი წერს, ალვარესი შესულია იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებითაც „ბაიერნი“ ინტერესდება. „მანჩესტერ სიტის“ არ ჰყავს შეყვანილი არგენტინელი ფეხბურთელი ხელშეუხებეთა სიაში.

ხულიან ალვარესი პირველ სეზონს ატარებს მანჩესტერულ კლუბში. პრემიერლიგაში მან 29 მატჩი ითამაშა და ცხრა გოლი გაიტანა.