„ბაიერნს“ ბეილის არენდით აყვანა სურს
„ბაიერნს“ ბეილის არენდით აყვანა სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს თავის კლუბში გარეთ ბეილის ხილვა სურს, იტყობინება ბრიტანული გამოცემა „სანი“.

წყაროს ინფორმაციით, მიუნხენელები 29 წლის უელსელის „რეალიდან“ არენდით წაყვანას აპირებენ, რაც კლუბიდან არიენ რობენის და ფრანკ რიბერის წასვლასთანაა დაკავშირებული. იგეგმება, რომ გერმანელები ბეილს ერთწლიანი არენდით აიყვანენ.

უელსელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. 2018/2019 წლების სეზონში ბეილმა „რეალის“ შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და გააკეთა ექვსი შედეგიანი გადაცემა.