„ბაიერნს“ ალკანტარას სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს
„ბაიერნს“ ალკანტარას სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს

ცნობილი გახდა, თუ რა თანხად შეელევა მიუნხენის „ბაიერნი“ საკუთარ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას. ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანელებს 29 წლის ესპანელში 40 მილიონი ევროს მიღება სურთ. იტყობინებიან, რომ ფეხბურთელის გადაბირების მთავარი მსურველი, ინგლისური კლუბი „ლივერპული“, 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

2019/2020 წლების სეზონში ალკანტარამ „ბაიერნის“ შემადგენლობაში 36 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

პორტალი „ტრანსფერმარკტი“ (Transfermarkt.com) ნახევარმცველს 48 მილიონ ევროდ აფასებს.