„ბაიერნმა“ „ზენიტს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე სამი შეხვედრა შედგა. მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ არენაზე სანკტ პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით 82-80 სძლია.

გერმანულ გუნდში ათქულიან ზღვარს ოთხი კალათბურთელი ასცდა. 17 ქულით საუკეთესო​ ვეიდ ბოლდვინი გამოდგა. 15-15 ქულა დააგროვეს ლუჩიჩმა და რეინოლდსმა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა დენის სილეიმ.

რუსულ გუნდში ყველაზე მეტი, 22 ქულა არტურას გუდაიტისის ანგარიშზეა. კევინ პანგოსმა 17 ქულა დააგროვა.

ცე ეს კა – „ჟალგირისი“ (83-73)

„პანათინაიკოსი“ – „ლიონი“ (88-71)