ბაიერნმა ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო და დორტმუნდს ცხრა ქულით ჩამორჩა
ბაიერნმა ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო და დორტმუნდს ცხრა ქულით ჩამორჩა

ბუნდესლიგის მე-12 ტურში სენსაცია მოხდა მიუნხენში – „ალიანც არენაზე“ გერმანიის ჩემპიონმა „ბაიერნმა“ შინ ვერ მოუგო ბუნდესლიგის ბოლოადგილოსან „ფორტუნას“.

მიუნხენელები მე-20 წუთისთვის ზიულესა და მიულერის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს, სტუმართა ბელგიელმა ლეგიონერმა, 21 წლის დოდი ლუკებაკიომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მიულერმა 58-ე წუთზე ისევ ორ ბურთამდე გაზარდა „ბაიერნის“ უპირატესობა.

„ფორტუნამ“ თამაში ბოლო 13 წუთში გაადარჩინა. მატჩის გმირმა ლუკებაკიომ ჯერ ისევ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, 93-ე წუთზე კი ქულა მოუტანა თავის გუნდს – 3:3.

„ბაიერნი“ 21 ქულით მეხუთე ადგილზეა ცხრილში და უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება ლიდერ „დორტმუნდს“, რომელმაც სტუმრად „მაინცს“ 2:1 მოუგო.