„ბაიერნმა“ ვიქტორ ოსიმენის შეძენა გადაიფიქრა #1TVSPORT

10:18, 07.05.2023

მიუნხენის „ბაიერნმა“ უარი თქვა „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენის შეძენის იდეაზე.

გერმანიის ჩემპიონს ნიგერიელის სატრანსფერო თანხა – 120-150 მილიონი ევრო ძალიან ძვირად მიაჩნია, – იტყობინება გაზეთი Bild-ი.

წყაროს ცნობით, ახლა „ბაიერნი“ განიხილავს „აინტრახტიდან“ რანდალ კოლო მუანის ან „ატალანტადან“ რასმუს ჰოილუნდის შეძენას.

ამასთან, კოლო მუანის სავარაუდო სატრანსფერო თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს, ჰოილუნდის ღირებულება კი 35 მილიონი ევროა.

მსგავსი