„ბაიერნმა“ სეზონში პირველი მატჩი წააგო
„ბაიერნმა“ სეზონში პირველი მატჩი წააგო

გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ სეზონში პირველი მატჩი წააგო – ბუნდესლიგის მეექვსე ტურის პირველი მატჩში ნიკო კოვაჩის გუნდი ბერლინის „ჰერტასთან“ დამარცხდა – 0:2.

პირველი გოლის ავტორი ფორვარდი ვედად იბიშევიჩი გახდა, რომელმაც 23-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. შესვენებამდე, ნახევარმცველმა ონდრჟეი დუდამ გაზარდა „ჰერტას“ უპირატესობა. ეს ამ ფეხბურთელის მეხუთე გოლია ჩემპიონატში და ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნმა“ ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები. წინა ტურში მან საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო „აუგსბურგს“.

„ჰერტას“ ამ მოგებით „ბაიერნს“ დაეწია – ეს გუნდები 13-13 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.